5 მიზეზი , თუ რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი

დაგვიკავშირდით

ბლოგი

Stepon Webstudio

5 მიზეზი , თუ რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტ მაღაზიები, მომხმარებლისთვის მოსახერხებელია, როცა სასურველ პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად ათვალიერებს და სურვილისამებრ ყიდულობს, ამ პროცესმა გარკვეულწილად მცირე ბიზნესის დაწყებაც კი გაამარტივა. საქართველოშიც მრავლად გვხვდება ამის მაგალითი, უამრავი ადამიანი იწყებს ბიზნესს და პროდუქციას ინტერნეტის მეშვეობით მარტივად ყიდის. 
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მიზეზს , თუ რატომ სჭირდება თქვენს მცირე ბიზნესს ვებგვერდი და რა შესაძლებლობებს მოგცემთ ის.

1. ვებგვერდი თქვენი ბიზნესის სახეა

თუ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გაქვთ და ერთ ადგილზე გაჩერება არ გსურთ, თანამედროვეობას ფეხი უნდა აუწყოთ. დღევანდელ რეალობაში ყველაფერი შეგვიძლია ვიპოვოთ  ინტერნეტის დახმარებით, ფაქტიურად ყველა მომხმარებელი ძებნის ამ მეთოდს იყენებს და როდესაც ისინი თქვენი კომპანიის შესახებ ინტერნეტში ვერაფერს პოულობენ ან მცირე ინფორმაციას იღებენ, მათ თვალში თქვენი კომპანიის ავტორიტეტი ეცემა. დაფიქრდით - თავადაც ხომ უფრო მეტად ენდობით კომპანიას, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია გაქვთ, რომელმაც იზრუნა იმაზე, რომ თქვენ მარტივად მოგეძებნათ მათ შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე ვებგვერდი თქვენი სავიზიტო ბარათია,ეს არის ადგილი, სადაც ანთავსებთ ყველანაირ ინფორმაციას თქვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ, თუ მომხმარებელი ინტერნეტში ვერ გპოულობთ, ჩათვალეთ არ არსებობთ და ამით უამრავ პოტენციურ კლიენტს კარგავთ.

2. ვებგვერდი უკეთ გაყიდის თქვენს პროდუქციას

ჩათვალეთ, რომ თქვენი ვებგვერდი გაყიდვების კონსულტანტია, რომელიც 24 საათის განმავლობაში თქვენთვის მუშაობს ანაზღაურების გარეშე, თქვენ უბრალოდ მას მართავთ, სურვილისამებრ მარტივად ცვლით ფასებს, პასუხობთ მომხმარებლის კითხვებს და ყიდით პროდუქციას. ეს პროცესი მომხმარებლისთვისაც გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მაღაზიებში საათობით სიარული და  პროდუქციის არჩევა.

3. ვებგვერდი დაგეხმარებათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში


 ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, არ აქვს მნიშნველობა საერთაშორისო ბაზარზე გსურთ თქვენი პროდუქციის გაყიდვა თუ ადგილობრივზე, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მილიონობით პოტენციური მომხმარებელი გყავთ, მთავარია მათ ხმა მიაწვდინოთ. მარტივად შეგიძლიათ შექმნათ პოტენციურ მომხმარებელთა ბაზა, გაუგზავნოთ მას მოსაწვევი წერილები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაფილტროთ ისინი ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, ინტერესების მიხედვით. აშშ-ს ოჯახების 70% ინტერნეტის მეშვეობით ყიდულობს სასურველ პროდუქციას, პროცენტული
მაჩვენებელი საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება. როდესაც თქვენ პროდუქციის შეძენა გსურთ, იწყებთ საძიებო სისტემებში მის ძებნას და ათვალიერებთ პირველივე შედეგებს, ასე იქცევა მილიონობით ადამიანი,
როდესაც მომხმარებლები დაიწყებენ თქვენი პროდუქციის ძიებას და საძიებო სისტემების პირველ გვერდზე თქვენი კონკურენტების ვებგვერდებს იპოვის, ცხადია მათი მომხმარებელი გახდება და არა თქვენი.

4. ვებგვერდი ნიშნავს სანდოობას

 პროდუქტის გაყიდვისათვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის მოპოვება. მომხმარებელთა უმეტესობა არ ენდობა სოციალ ქსელებში შექმნილ პროფილებსა თუ გვერდებს,რომელიც ალბათ შენც შეგხვედრია (ფეხსაცმელები ევროპიდან , სამკაულების გამოწერა, xelosani gamodzaxebit და ა.შ ). სულ სხვა საკითხია, როდესაც მომხმარებელი პოულობს ლამაზად გაფორმებულ ვებგვერდს, სადაც შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს თქვენი კომპანიის შესახებ, ამ დროს მას ნდობა უჩნდება თქვენს მიმართ, რომ თქვენ ხართ სერიოზული კომპანია, ზრუნავთ მომხმარებელზე და აწვდით მას დეტალურ ინფორმაციას, მან იცის თქვენი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, მარტივად პოულობს თქვენს ნომერს და გიკავშირდებათ,
ეს უკვე სხვა საქმეა - მომხმარებელმა დაგიმახსოვრათ როგორც სანდო კომპანია და ეს აუცილებლად დადებით შედეგს მოიტანს თქვენთვის.


5. ვებგვერდის შექმნა და მართვა მარტივია !

 გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის გაყიდვა საქართველოში ასე თუ ისე ახალი ხილია, უმეტესობას ჰგონია, რომ ეს რთული პროცესია, სინამდვილეში კი ეს ბევრად იაფი და  მოკლე პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიის გახსნა. ინტერნეტში უხვად შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის მშენებლობა (განსაკუთრებით ინგლისურ ენაზე). თუ თავად არ გაქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება შეგიძლიათ კარგად გადახედოთ ჩვენს ვებგვერდს და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და  მოკლე დროში გადმოგაბაროთ სამართავად გამზადებული ინტერნეტ მაღაზია ან ნებისმიერი ტიპის ვებგვერდი, როგორსაც თავად ისურვებთ.