როგორ გავზარდოთ ბიზნესის ცნობადობა?

დაგვიკავშირდით

ბლოგი

Stepon Webstudio

როგორ გავზარდოთ ბიზნესის ცნობადობა?

თუ ამ სტატიის წასაკითხად გადმოხვედი, ესეიგი შენ მცირე ბიზნესი გაქვს და ხშირად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გაზარდო ამ ბიზნესის ცნობადობა, რაც მთავარია შენი აქ ყოფნით მტკიცდება რომ ამ საკითხის მოგვარებას ცდილობ, ეს უკვე კარგია, ვინც ეძებს ის პოულობს!

 პირველ რიგში უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძო და შენი ბრენდი ცნობადი დაგხვდეს, ამისათვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა, ალბათ ვერ შენიშნე, მაგრამ მე სიტყვა ბიზნესი ბრენდით ჩავანაცვლე, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ბიზნესი ბრენდად უნდა აქციო, რათა ხალხის ნდობა მოიპოვო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თანამედროვე სამყაროში. წარმოიდგინე, რომ ახალი ტელეფონის ყიდვა გინდა, სად იყიდი - ცნობილ ბრენდში თუ მის გვერდით მდებარე ჯიხურში? რა თქმა უნდა ბრენდში, თუმდაც უფრო ძვირი იყოს, რადგან ბრენდს უფრო ენდობი ვიდრე ჯიხურს.შენ ფიქრობ რომ ბრენდი მეტ გარანტიას გაძლევს, რადგან მის უკან დიდი სისტემა დგას, რომელიც მინიმუმ რამდენიმე წელს იარსებებს, ეს ჯიხური კი შეიძლება ხვალ დაიხუროს.

 დააკვირდი როგორ იქცევიან სხვა ბრენდები -  ისწავლე მათგან, არ არის აუცილებელი ათასობით ლარი დახარჯო რეკლამისთვის, რომ შედეგი მიიღო, არც ის იფიქრო, ჩემს უბანში რომ დუქანია საერთოდ არ აქვს რეკლამა, მაგრამ კი დადის ხალხიო, რეკლამა აუცილებელია, თუმცა დასაწყისისთვის ეცადე თავად დაიწყო მცირე კამპანიები, მაგალითად : 

  • გამოიყენე სოციალური ქსელები , შენი პოტენციური კლიენტების ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი
  • ნუ იქნები ორიენტირებული მხოლოდ სარგებლის მიღებაზე, მომხმარებლებისთვის მოსაბეზრებელია მუდმივად პროდუქციის შეთავაზება, ისინი შეიძლება არ დაინტერესდნენ ამით, მაგრამ თუ შენ რეკლამის გარეშე მიაწოდებ საინტერესო ინფორმაციას შენი პროდუქციის შესახებ, ეს ირიბად მაინც შენი რეკლამა გამოდის. მაგალითად თუ შენ თაფლს აწარმოებ, ეცადე თვითონ დაწერო საინტერესო ბლოგი ამ თემაზე შემდეგი სათაურებით : "10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ თაფლი ყოველდღიურად" ; "რა სასარგებლო თვისებები აქვს თაფლს?" .  ეცადეთ მომხმარებლებს ზოგადად თაფლის საჭიროება ჩაუნერგოთ თავში და როცა ისინი თაფლის ყიდვას გადაწყვეტენ, პირველი სწორედ ეს სტატია და მისი ავტორი გაახსენდებათ.
  • შეიქმენით სივრცე ვრცელი სტატიებისათვის, კარგია თუ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით მოკლე და საინტერესო რჩევებს ან ინფორმაციებს მიაწოდებთ, მაგრამ აუცილებელია ვრცელი სტატიების განთავსებაც, ამისათვის უამრავი საშუალება არსებობს, რომ უფასო ბლოგი აწარმოოთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელია , შეგიძლიათ ჩვენს წინა სტატიაში გაეცნოთ .
  • უპასუხეთ ყველა მომხმარებელს  - არ აქვს მნიშნველობა ის უარყოფითად აფასებს თქვენს მომსახურეობას თუ დადებითად, უპასუხეთ ყველას, გამოიჩინეთ თავაზიანობა და ყურადღება,გადაუხადეთ მათ მადლობა,  უთხარით რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებთ. 
  • ნუ ეცდებით შაბლონური ფოტოებისა და ტექსტების გამოყენებას, ეცადეთ მოიფიქროთ უნიკალური აღწერები სოციალური ქსელის პოსტებისათვის.
  • ბევრი ადამიანისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ინგლისური შრიფტით გამოქვეყნებული სიახლე, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობისათვის ეს არის სიგნალი, რომ ამ სიახლის უკან ყველაზე დაბალი დონის კომპანია დგას, ასე რომ პატივი ეცით მომხმარებლებსაც და მშობლიურ ენასაც - წერეთ ქართულად!
  • გამოიყენეთ ყველა მომენტი მომხმარებლებთან კომუნიკაციისათვის - წინასწარ მოამზადეთ სადღესასწაულო სიახლეები და შეთავაზებები , ფასდაკლებები, გამოეხმაურეთ აქტუალურ თემებს, ზომიერების ფარგლებში ეცადეთ ხალხის ყურადღების მიქცევას.

უსასრულოდ შეიძლება მსგავსი რჩევები ჩამოიწეროს, მაგრამ დანარჩენი ალბათ გამოცდილების საქმეა, როცა ამ ყველაფრის კეთებას ყოველდღიურად დაიწყებთ, აღმოაჩენთ რომ უფრო მეტი მომხმარებელი გყავთ, ვიდრე ერთი თვის წინ გყავდათ, უკეთესად შეგიძლიათ ამ საქმის კეთება, ვიდრე ერთი თვის წინ და ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ნახავთ რომ თქვენი სოციალური აქტივობები ხალხში პოპულარობით სარგებლობს, მიხვდებით რომ თქვენი ბრენდი უფრო ცნობადია.

შეიძლება დღეს თქვენი ბიზნესი სოციალური მედიისა და ზოგადად ინტერნეტ სივრცის გარეშეც კარგად მუშაობს, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენი კონკურენტები ამ უსაზღვრო რესურსებს თქვენზე უკეთ აითვისებენ და თქვენც აუცილებლად მოგიწევთ მათ გზას გაჰყვეთ, თანამედროვე სამყაროში ეს გარდაუვალი მომენტია, ამიტომ სჯობს თავიდანვე დაიწყოთ ამაზე ფიქრი. 

თუ ამ საკითხით დაინტერესდით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე და ვეცდებით, რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ.

Artweb.ge