დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? - შეთავაზება ავტოსკოლებს

დაგვიკავშირდით

ბლოგი

Stepon Webstudio

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? - შეთავაზება ავტოსკოლებს

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა გუნდმა მუშაობა დაიწყო მართვის მოწმობის თეორიული კურსის სისტემაზე, რომელსაც შემდგომში შევთავაზებდით სხვადასხვა ავტოსკოლებს. გარკვეული დროის შემდეგ მართლაც შევადგინეთ გამოცდის ანალოგი რამდენიმე ენაზე და დავიწყეთ პოტენციური კლიენტებისათვის ჩვენი პროდუქტის შეთავაზება, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გაგაცნოთ რამდენიმე ტიპის ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ საკუთარი ბიზნესისადმი, სტატიის ბოლოს კი ეცადეთ გაიგოთ, რომელი მათგანი ხართ თქვენ.

დასაწყისისათვის მოვიძიეთ რამდენიმე ათეული ავტოსკოლა, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი ვებსაიტი და შევთავაზეთ საიტის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ საკუთარი მოსწავლეების მომზადებას გამოცდისათვის, გარდა ამისა განათავსებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას, შეთავაზებებს, პაკეტებს, სერვისებს, საკონტაქტო ინფორმაციას და ა.შ. ჩვენი შეთავაზების ტექსტი იყო სტანდარტული რეკლამა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლამდე უნდა მიგვეწოდებინა ხმა, რომ მათთვის საჭირო პროდუქტის შექმნა შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა რეკლამა მცირე დოზით მაინც გადაჭარბებულად წარმოაჩენს ხოლმე პროდუქციის თვისებებს, ჩვენი რეკლამა ზუსტად იმას სთავაზობდა მომხმარებლებს, რისი გაკეთებაც მართლა შეგვიძლია. 

 ჩვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინებებიდან და განხორციელებული ზარებიდან გარკვეული დოზის გამოხმაურებები მივიღეთ, სწორად ეს რეალური პასუხები მინდა დღეს წარმოგიდგინოთ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 

  •  საერთო ჯამში მინდა გამოვყო ოთხი ტიპის გამოხმაურება, მათგან კი პირველი ადგილი მივანიჭო პასუხებს, რომლებიც არ არსებობენ, ანუ იმ ავტოსკოლებს, რომლებმაც ჩვენი გაგზავნილი წერილები არც წაიკითხეს, ან წაიკითხეს და უარის თქმაც არ ჩათვალეს საჭიროდ. თუ მოგეჩვენათ, რომ ამას ამ ფაქტით გულდაწყვეტილი ადამიანი წერს - შეცდით, უბრალოდ ლოგიკურია, რომ როცა შენი ბიზნესის სახელით ინტერნეტ სივრცეში გარკვეული სახის აქტივობას იწყებ (მაგალითად ქმნი ფეისბუქის გვერდს) , პატივი ეცი შენს პოტენციურ მომხმარებლებს და უპასუხე მათ წერილებს, ამით მოიპოვებ მათ კეთილგანწყობას და პირველი ეტაპისათვის ესეც საკმაოდ კარგი შედეგია.
  •   მეორე ტიპის გამოხმაურება იყო საკმაოდ სტანდარტული პასუხების ნაკრები : "მადლობთ, მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით" ,"შევათანხმებ და დაგირეკავთ", "დავფიქრდებით"  და ა.შ, რაც პრინციპში მისაღები ტაქტიკაა, ჯობია დაფიქრდე, გჭირდება თუ არა ეს სერვისი, თუ გადაწყვიტე რომ გჭირდება ხომ ორივე მხარე გაიხარებთ, თუ არა ზემოთ ნახსენებ კეთილგანწყობას მაინც მოიპოვებ და როგორც უკვე აღვნიშნე, ესეც საჭირო რამეა.
  •   მესამე ადგილზე გავიდა პირდაპირი უარი, თუმცა მინდა გამოვყო უარის ძალიან საინტერესო მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს სტატია დამეწერა :  "მე ჩემს მოსწავლეებს teoria.on.ge - ზეც კარგად ვამეცადინებ, რატომ უნდა გადავყარო ფული ტყუილად?!" .
  •  მეოთხე ტიპის ადამიანი იყო ის ვინც გვითხრა, რომ მოიფიქრებდა და დაგვიკავშირდებოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი მართლაც დაგვიკავშირდა და თავად აგვიხსნა თუ რატომ სჭირდება საკუთარი საიტი და სასწავლო სისტემა, მან გვითხრა რომ უკვე წლებია ამ საქმეს აკეთებს, მისი დახმარებით ათასობით ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა, ყავს საკმაოდ ბევრი მოსწავლე და უნდა უფრო წინ წავიდეს, ურჩევნია თავისი მოსწავლეები თავისივე სივრცეში მოამზადოს, რადგან ის ადამიანები ერთი თვის შემდეგ თავიანთ მეგობრებს ეტყვიან, მართვის მოწმობის აღება თუ გინდა მე ამ საიტზე ვისწავლეო, აღარ უნდა თავისი მოსწავლეები სხვა ვებგვერდზე სწავლობდნენ მასალებს და სხვა ავტოსკოლის რეკლამებს ხედავდნენ. მოკლედ ამ ადამიანმა სიტყვის ძალის და ჩართულობის დადებით მხარეები აგვიხსნა, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, რომ ასე კარგად ესმოდა ამის მნიშვნელობა და უნდოდა თავის კომპანიაშიც დაენერგა.  საბოლოოდ ჩვენ ამ სკოლას დავუმზადეთ ახალი საიტი, (შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პორტფოლიოში) რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები გაცილებით ეფექტურად ემზადებიან გამოცდისათვის(დეტალების გასაგებად შეგიძლიათ მოგვწეროთ). მართალია ამ ავტოსკოლამ გაიღო თავისი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა, რაც ნამდვილად არ არის მარტივი არჩევანი, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ პროგრესი აუცილებელია და თუ ხვალინდელ დღეზე ფიქრობ, ასე უნდა მოიქცე. 

 

მგონი უკვე ნათელია ამ სტატიის სათაურიც, საბოლოოდ კი თქვენ მინდა გკითხოთ - დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ თუ ხვალინდელი ქათამი?

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ჩვენ ჩვენსას გეტყვით,  ხომ გახსოვთ - კეთილგანწყობა საჭირო რამეა !